00:44 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-28 17:50:55, 2789 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბურსაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბურსას შემოგარენში 3 500-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეტეოროლოგიის მთავარი სამმართველოს მიხედვით, თურქეთის შირნაქის პროვინციაში 25 ივლისს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 50.5°C იყო. სააგენტოს ცნობით, ივლისის თვისთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქვეყნის 132 სხვა ლოკაციაზეც აღრიცხეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა 26 ივლისს განაცხადა, რომ პროკურორებმა 26 ივნისიდან მოყოლებული ქვეყნის 33 პროვინციაში ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიებები დაიწყეს. მან დაამატა, რომ სამართლებრივი პროცედურა 97 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics