|
2025-07-23 16:26:24, 2541 ნახვა
მსოფლიო
სირიამ თურქეთს შიდა უსაფრთხოების მხარდაჭერა ოფიციალურად სთხოვა
სირიამ თურქეთს შიდა უსაფრთხოების მხარდაჭერა ოფიციალურად სთხოვა როგორც Report თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. „სირიის ხელისუფლებამ თურქეთს ოფიციალური თხოვნით მიმართა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ყველა ტერორისტული ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარების თხოვნით. ამ მოთხოვნის შესაბამისად, თურქეთი გააგრძელებს დახმარებას სირიელი სამხედროების წვრთნაში, კონსულტაციებსა და ტექნიკურ მხარდაჭერაში სირიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა დეპარტამენტმა. განცხადების თანახმად, თურქეთის პრიორიტეტული მიზანია სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)