|
2016-03-21 15:10:06, 945 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულში იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობენ. საერთაშორისო კვირეული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გახსნეს. საერთაშორისო კვირეულის მიზანი აკადემიის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა. კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება 21 მარტს გაიხსნა და 25 მარტს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)