21:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-23 12:51:59, 1216 ნახვა

ეკონომიკა
განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 11 რეგიონის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა 2019 წელს ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტი დაიწყო.

ინიციატივის მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცოდნისა და ახალი აღმოჩენების მიმართ სიყვარულის ჩამოყალიბებაა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის ინიციატივით და პარტნიორების მხარდაჭერით, იდეათეკების მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები სხვადასხვა სკოლაში იხსნება, რაც რეგიონებში, მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, შემეცნებისთვის საჭირო რესურსებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით; მოწყობილია STEM კუთხე, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ მომავლის პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ყველა ინსტრუმენტი.

დღეს, საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics