2025-07-22 23:26:57, 13081 ნახვა
High - Tech
Google-მა 2000-ზე მეტი რუსული YouTube ანგარიში წაშალა
![]() ინტერნეტ გიგანტმა Google-მა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მან რუსეთთან დაკავშირებული 2000-ზე მეტი YouTube არხი წაშალა. კომპანიის ცნობით, წაშლილი ანგარიშები სხვადასხვა ენაზე აქვეყნებდა კონტენტს, რომელიც პრორუსულ დღის წესრიგს უჭერდა მხარს და აკრიტიკებდა უკრაინას, ნატოს და დასავლეთის ქვეყნებს, წერს CNN. ანგარიშების წაშლა Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფის მუშაობის ნაწილი იყო, რომელიც პასუხისმგებელია გლობალური საინფორმაციო კამპანიებისა და „კოორდინირებული გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. გარდა ამისა, Google-მა მეორე კვარტალში ჩინეთთან დაკავშირებული 7,700-ზე მეტი არხი დაბლოკა. ეს არხები ჩინურ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც ჩინეთის დადებით იმიჯს უწევდა ხელს, მხარს უჭერდა პრეზიდენტ სი ძინპინს და კომენტარს აკეთებდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე. YouTube-ის პრორუსული კონტენტის დაბლოკვის პოლიტიკა გაძლიერდა რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ. პირველებს შორის დაიხურა RT და GTRK Grozny არხები. ასევე წაიშალა ფედერალური არხები, „დუმა ტელევიზია“ (სახელმწიფო დუმის ოფიციალური არხი), ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვის არხები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას ბრიფინგები, ვიდეოები „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის, დიზაინერ არტემი ლებედევის, ბლოგერ დიმიტრი პუჩკოვის (გობლინი) და სხვების მონაწილეობით. 2024 წელს YouTube-მა რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის BesogonTV არხი წაშალა, დაბლოკა 40-ზე მეტი რეგიონალური VGTRK არხი, მომღერალ შამანის, პოლინა გაგარინას, გრიგორი ლეპსის და ოლეგ გაზმანოვის არხები.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|