13:49 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-20 19:36:43, 1222 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების დასრულებამდე

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

„ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს. პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.


ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უახლესი რეზოლუცია 9 ივლისს მიიღო. დოკუმენტი გმობს ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებებს და მოუწოდებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სანქციებთან ერთად განიხილონ დამატებითი შემზღუდავი ზომები, მათ შორის:

SWIFT-დან (უმსხვილესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემა) გათიშვა;

სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავდა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყაროებისა და შემოსავლის ნაკადების შეწყვეტას.
ევროპარლამენტის რეზოლუციები საკონსულტაციო და არასავალდებულო ხასიათისაა, თუმცა ისინი გამოხატავენ წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური წრეების პოზიციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics