13:48 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-17 13:11:42, 4688 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.

„უახლოეს დღებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - გეუბნებით, თუმცა დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აქვე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არც გაერთიანების შემთხვევაში აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, ვინ ვისთან იქნება - ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი ნული, იმიტომ, რომ ვიცით რას წარმოადგენენ ეს ადამიანები - გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics