13:47 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-17 12:23:08, 1188 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პრემიერი კვლავ შანტაჟზე საუბრობს თუმცა არ აკონკრეტებს ვისგან

შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო გასული 4 წლის განმავლობაში, მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 

„რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ ნახეთ, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო ჩვენი ქვეყანა გასული 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ამის მიუხედავად ჩვენ ვინარჩუნებთ პირველ ადგილს რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეს გაგრძელდება. შანტაჟი აქამდეც მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ, ახლაც ხორციელდება ეს შანტაჟი. შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics