|
2025-07-16 16:31:43, 1275 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკაა - ადვოკატი
ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის ინფორმაციით, ბაჩიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა კოორდინაციის პრობლემების გამო ის კვლავ ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. გარდა ამისა, ჯანდიერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დღეს ისინი დაუკავშირდებიან სასჯელაღსრულების სამსახურს გიორგი ბაჩიაშვილს ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარების მოთხოვნით და, თუ ექიმები დამატებით სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ, მათი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა. „გიორგის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკაა, თუმცა ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, რადგან კოორდინაციის პრობლემები აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.“ დღეს ჩვენ დავუკავშირდებით სასჯელაღსრულების სამსახურს და მოვითხოვთ, რომ ჩაატარონ ყველა სრული გამოკვლევა, რაც აუცილებელია მისი მდგომარეობის შესაფასებლად და ასევე, თუ ექიმები სხვა დამატებით სამედიცინო მომსახურებას გირჩევენ, უზრუნველყონ ისინი. ასევე, დღეს მივმართავთ სასჯელაღსრულების სამსახურს, გამოჯანმრთელების შემდეგ იგი დააბრუნოს ქალაქრუსთავის #12 საპყრობილეში. მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნებისმიერ დაწესებულებაში რისკის ქვეშაა, ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია იმავე დაწესებულებაში, სადაც ინციდენტი მოხდა. ეს ინციდენტი შეიძლება შეფასდეს, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა. მნიშვნელოვანია რისკების მინიმიზაცია და სწორედ ეს არის ჩვენი მოთხოვნის მიზეზი. ასევე მოვითხოვთ, რომ ის საკანში მარტო დარჩეს. ცხადია, რომ მარტოობა პატიმრისთვის სხვა პრობლემებსაც ქმნის, თუმცა რისკებისა და მომხდარის გათვალისწინებით, მისთვის უმჯობესია, მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ მარტო იყოს“, - აღნიშნა ჯანდიერიმ. ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, გლდანის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გარემოებები. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე თავდასხმა 11 ივლისს მოხდა.
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)