|
2025-07-16 13:03:15, 1204 ნახვა
პოლიტიკა
დიდიე ტრებიუკი- საქართველომ უკრაინელ ლტოლვილებს დაცვა, ღირსება და იმედი მისცა
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ თითქმის 30 000 უკრაინელი მიიღო, რამაც მათ დაცვა, ღირსება და იმედი მისცა. „უკრაინული სახლი საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის სოლიდარობისა და იმედის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტრებუკმა. მისი თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის მთავრობისა და ორგანიზაცია CARE Caucasus-ის მხარდაჭერით, საქართველოში უკრაინელმა ლტოლვილებმა 19 ახალი ბიზნესი შექმნეს. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უკრაინულ სახლში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვაპირებთ სერტიფიკატების გადაცემას 19 ახალი ბიზნესისთვის, რომლებიც უკრაინელი ლტოლვილების მიერ შეიქმნა აქ, საქართველოში. მინდა გამოვყო ეს ინიციატივა, რომელიც განხორციელდა UNDP-ის მიერ CARE Caucasus-თან ერთად და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 30 000 უკრაინელი მიიღო და მათ დაცვა, ღირსება და იმედი მისცა. უკრაინული სახლი საქართველოში სოლიდარობისა და იმედის სიმბოლოა იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც აქ აღმოჩნდნენ. ისინი გადიან ტრენინგებს ცხოვრების ასაშენებლად, ბიზნესის შესაქმნელად, ენის შესასწავლად. ამ მხარდაჭერამ მათ საშუალება მისცა შეექმნათ სამუშაო ადგილები და წვლილი შეეტანათ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში“, - აღნიშნა ტრებიუკმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლტოლვილები არ შეიძლება მხოლოდ სტატისტიკურად განვიხილოთ. „ჩვენ უნდა დავაფასოთ ის ნიჭი, რომელსაც ისინი ჩვენს ქვეყნებში შემოაქვთ. დღეს გვსურს ვიფიქროთ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების პოტენციალზე და მათ წვლილზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. მინდა მივულოცო გაეროს სააგენტოებს, განსაკუთრებით UNDP-ს, რომლებიც ამ ინიციატივას გერმანიის მთავრობისა და CARE South Caucasus-ის მხარდაჭერით ახორციელებენ. „მადლიერები ვართ უკრაინელი ხალხის ჩვენი მიღებისა და ჩვენი დახმარებისთვის“, - განაცხადა დიდიე ტრებუკმა.
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)