06:21 - 25 Jul, 2026
|
2025-07-15 18:48:23, 2274 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიხალმა თანამდებობა დატოვა.
დენის შმიჰალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, - ამ ინფორმაციას თავად შმიჰალი Telegram-ზე ავრცელებს. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა უკრაინის უმაღლეს რადას. „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გადადგომა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც ფრონტსა და უკრაინას იცავენ. მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის“, - წერს შმიჰალი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს შესთავაზა. მოგვიანებით, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ „დენის შმიჰალის კოლოსალური გამოცდილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნამდვილად გამოადგება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)