|
2025-07-15 17:16:24, 1318 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია, რომელმაც საქართველოში რევოლუცია დაგეგმა
სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია, რომელმაც საქართველოში რევოლუცია დაგეგმა. ზურაბიშვილის წერილი კალასისადმი სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტის წერილია, - განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრულ პოლიტიკას წარმოადგენს. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია, ინსტიტუტისა, რომელმაც უშუალოდ დაგეგმა რევოლუცია საქართველოში. მისი წერილი კალასისადმი სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტის წერილია, ამიტომ ის იგნორირებული უნდა იყოს. როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ღიად არის დაქირავებული თანამშრომელი უცხოური პოლიტიკური ჯგუფისა, რომელმაც გამოაცხადა მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, ნათელია, რას ემსახურება ეს. ეს კაცი მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ლობისტია და ატარებს ამ ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც მტრულად არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ“, - თქვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)