|
2025-07-15 16:24:28, 1438 ნახვა
პოლიტიკა
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე დამარცხდება
დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ჩიხში, ვინაიდან, ფაქტობრივად, აქვთ ორი გზა და ერთი მეორეზე უარესია. გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, არ გავლენ არჩევნებზე და დამარცხდებიან, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ორივე გზა პოლიტიკური მარცხია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში საქმე გვაქვს „საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ აღიარებულ თაღლითთან“, გახარიას შემთხვევაში კი „თაღლითთან და სიტუაციურ მატყუარასთან“. პაპუაშვილის თქმით, ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებიდან შეუძლებელია, წამოვიდეს რაიმე ისეთი სერიოზული ინიციატივა, რომელიც ხალხის მხარდაჭერას დაიმსახურებს. „ვინ უნდა იყოს გახარიას და ხაზარაძის კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ? შეუძლებელია, რომ მათი წიაღიდან ან მათი ინიციატივით რაიმე სერიოზული წამოვიდეს. შეგახსენებთ, ვისთან გვაქვს საქმე – მამუკა ხაზარაძე, რომელიც სასამართლო განაჩენით არის აღიარებული თაღლითად. ეს განაჩენი გააპროტესტა. წავიდა საერთაშორისო არბიტრაჟში, მილიარდ-ნახევარი მოითხოვა ყველა ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან და საერთაშორისო არბიტრაჟმაც უთხრა, რომ იყო თაღლითი, იქით დააკისრა 600 000 დოლარის გადახდა ბიუჯეტში და 600 000 დოლარის გადახდა მოუწია ბიუჯეტში, ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის წაერთმია. ანუ, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ აღიარებული თაღლითია. მეორე მხარეს გიორგი გახარია, რომელიც არის უბრალოდ სიტუაციური მატყუარა. არაერთხელ ვნახეთ საგამოძიებო კომისიაზე, იმისთვის, რომ იმ მომენტში გამომძვრალიყო მისთვის უხერხული კითხვიდან, ერთ წუთში ერთ რამეს ამბობდა, მეორე წუთში გადათქვამდა. შეგახსენებთ, აპრილში ჩვენებების დროს მან თქვა, რომ არ ახსოვს, რომელ ელჩს შეხვდა, გადადგომის წინა დღეზე როცა იყო საუბარი. მეორე დღეს გაახსენდა, რომ შეხვდა ამერიკის ელჩს და საბოლოო ჯამში გავარკვიეთ, რომ მასთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან, რათა ჩამოეშალა სახელისუფლო რგოლი და გამოეწვია რევოლუცია. შეგახსენებთ, მაშინ ნიკა მელიას საკითხი იყო, სააკაშვილი ცალკე გარედან გვემუქრებოდა და ჩვეულებრივად 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო გადატრიალების მცდელობა, რომლის ნაწილიც გახადეს მაშინ გიორგი გახარია. ასე რომ, საქმე გვაქვს თაღლითთან და სიტუაციურ მატყუარასთან. მათი მხრიდან რა უნდა იყოს ისეთი იდეა ან ინიციატივა, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დაიმსახურონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)