21:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 16:15:25, 1426 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს და კაია კალასს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ღია წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს.

წერილში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში არსებული ვითარება შიდაპოლიტიკური კრიზისია, რომელიც გამოწვეულია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით; ევროპა ახალი კრიზისის წინაშე დგას, გამოწვევის წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება მის დემოკრატიულ შეხედულებებს და ზიანს აყენებს მათ“.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის თქმით, სიტუაცია უკვე კრიტიკულ ზღვრამდეა მისული და თუ ევროკავშირი ამაზე ნათლად, ერთიანი პოზიციითა და კონკრეტული შედეგებით არ უპასუხებს, ის არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის საშიშ პრეცედენტსაც, როდესაც ვერავინ შეეწინააღმდეგება დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის ჩარევას ევროკავშირის საზღვრებთან.

მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ საქართველოში არსებული სიტუაცია, ნათლად და უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს და გადადგან კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯები.

ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული მოთმინების დრო დასრულდა და ახლა საჭიროა მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის საიმედოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვზეა დევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics