21:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 15:36:54, 976 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუა მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობდა ქართველი ოპოზიციონერების დაპატიმრებაში

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მონაწილეობდა ქართველი ოპოზიციონერების დაპატიმრებებში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, კესტუტის ბუდრისმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება და ჩვენი მხრიდან უმოქმედობა დამატებით სტიმულს იძლევა. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. ჩვენ ვხედავთ მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ამას სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლით და მისი პოლიტიკური იზოლაციით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა ბადრისმა.

ასევე, მისი თქმით, პასუხი უნდა მოიცავდეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდას.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენს საზოგადოებაში ვხედავ, რომ ლიეტუვის მოსახლეობის 60%-ზე მეტს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ორივე მხარისთვის არსებობს ვალდებულებები. საქართველოსთვის არსებობს ვალდებულებები, დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები და ევროპული ქვეყნებისთვის არსებობს ვალდებულებები, გაუწიონ მაქსიმალური მხარდაჭერა საქართველოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მოქმედება“, - აღნიშნა ლიეტუვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics