22:48 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 18:31:51, 890 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი -: ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება

რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკომისია წერილს ამზადებს, რომელშიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს 15 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 11 ქვეყანამ შეაჩერა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, „სირცხვილი“ უწოდა. მისი თქმით, ეს ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის. მან აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს მის საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 27 იანვარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერებას. ჩვეულებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები „ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზების გათავისუფლებით კვლავ ისარგებლებენ“.

შემდეგ ითქვა, რომ „გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს და ახლა მათ თავად უნდა დანერგონ ის საკუთარ შიდა წესებში. ასე მუშაობს ევროპა ამ მხრივ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics