00:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 17:16:08, 5002 ნახვა

კომენტარი
მზია ამაღლობელი - არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თავისი სისხლის სამართლის საქმეზე იკითხება გამოცემების "ბათმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

ის ჩვენებას აძლევს სასამართლოს სხდომაზე დარბაზში ბრალდებულებისთვის განკუთვილი შუშებიანი ჯიხურიდან. მოსამართე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მზია ამაღლობელი სხდომათა დარბაზში დაკითხულიყო.

გამოცემა "ბათუმელების" ლაივბლოგის მიხედვით მზია ამაღლობელმა თქვა:

„ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.

მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.

პროფესიულ კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს.

ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი არ გამოიძია.

ვინმე დგებუაძემ (ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვისთვისაც სილის გაწვის გამოა აღძრული მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რედ.) დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“.

მზია ამაღლობელის სასამართლოს ესწრებიან ევროკავშირის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics