00:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 12:25:46, 810 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - როდესაც 17 ევროპული ქვეყანა ღიად საუბრობს საქართველოში დიქტატორული მმართველობის შესახებ, მმართველი ძალა კვლავ ცდილობს რეალობის დაფარვას

„როდესაც 17 ევროპული ქვეყანა ღიად საუბრობს საქართველოში დიქტატორული მმართველობის შესახებ, მმართველი ძალა კვლავ ცდილობს რეალობის დაფარვას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება შოკისმომგვრელია და ქვეყნისთვის სახიფათო — ისინი მოქმედებენ არა ეროვნული, არამედ საკუთარი ინტერესებით,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძის განცხადებით - “დიფსთეითი ამ ქვეყანაში თუ შეიძლება ვინმე იყოს, ეს არის ივანიშვილი. “ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავი იმ მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ანახებს თუ რა ავადმყოფების და კრიმინალების ხელშია ეს ქვეყანა, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის საკითხებს ათამაშებენ საკუთარი პიროვნული ინტერესების შესაბამისად და რამხელა საფრთხეა ამ ქვეყნისთვის, რომ ეს კრიმინალების ბანდა ივანიშვილის მეთაურობით მართავენ ამ ქვეყანას. ეს შემიძლია ვთქვა მხოლოდ ამ განცხადებაზე, რადგან ამ ადამიანებს ზუსტად აქვთ წარმოდგენილი და იციან რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა აკეთებს მსგავს განცხადებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას, რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა საუბრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის რეპრესიები და არიან პოლიტიკური პატიმრები, საუბრობენ რუსულ გავლენებზე და ზოგადად რას ნიშნავს, რომ 17 ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ საქართველოში ფაქტობრივად არის დიქტატორული რეჟიმი. ძალიან კარგად იციან ეს მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც განცხადება დაწერეს და გაავრცელეს და ძალიან ტრაგიკულია, რომ მნიშვნელოვან და ისტორიულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი ევროპელებთან, რომელიც შეიძლება ათწლეულების მანძილზე არ ჰქონოდა ამ ქვეყანას, ახლა ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ პირადი ინტერესი და რუსული გავლენები.” - განაცხადა ანა წითლიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics