|
2025-07-12 11:57:14, 6952 ნახვა
სხვადასხვა
ევროკავშირის მოსახლეობამ რეკორდულ 450 მილიონს გადააჭარბა
ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში მიგრაციამ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის მოსახლეობა გასულ წელს რეკორდულ 450.4 მილიონამდე გაზარდა. თუმცა, 2012 წლიდან ევროკავშირში ყოველწლიურად მეტი სიკვდილიანობა ფიქსირდება, ვიდრე დაბადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადები მოსახლეობის ზრდის ერთადერთი მამოძრავებელი ფაქტორია. 2024 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის მოსახლეობა 1.07 მილიონი ახალი მოსახლით გაიზარდა, 2.3 მილიონი ადამიანით დადებითი წმინდა მიგრაცია კი 1.3 მილიონი ადამიანის ბუნებრივი კლების კომპენსირებას ახდენს. გასულ წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ 4.82 მილიონს მიაღწია, რაც შობადობას 3.56 მილიონს აღემატებოდა. ეს ტენდენცია ევროპის დემოგრაფიულ გამოწვევებს ყურადღების ცენტრში აყენებს, რადგან კონტინენტის დაბერებული მოსახლეობა და შობადობის დაბალი მაჩვენებელი ზეწოლას ახდენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემებზე და ქმნის მუშახელის დეფიციტს. საფრანგეთი, გერმანია და იტალია ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნები, რომლებიც ბლოკის მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 47%-ს შეადგენენ. ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი მალტაში დაფიქსირდა, 19.0 ყოველ 1000 ადამიანზე, შემდეგ მოდის ირლანდია 16.3-ით და ლუქსემბურგი 14.7-ით. რვა ქვეყანაში მოსახლეობის შემცირება დაფიქსირდა. ყველაზე მკვეთრი კლება ლატვიაში (-9.9) დაფიქსირდა, შემდეგ მოდის უნგრეთი (-4.7), ხოლო მესამე ადგილი პოლონეთმა და ესტონეთმა -3.4 ქულით გაიყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)