03:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-11 14:44:28, 2351 ნახვა

ეკონომიკა
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ლიმიტ და სტოპ დავალებები დაემატა. ახლა უკვე შეგიძლია აქციები  შენთვის სასურველ ფასად იყიდო ან გაყიდო - ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშე.

ლიმიტ და სტოპ ორდერების მეშვეობით, წინასწარ შეარჩევ აქციის სასურველ ფასს და როგორც კი ბაზარზე მითითებული ნიშნული დაფიქსირდება, ყიდვის  ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება.

ლიმიტის დავალება - იყიდე და გაყიდე აქციები შენს მიერ შერჩეულ ფასად

ლიმიტის დავალება გაძლევს საშუალებას, მიუთითო ფასი, რომელშიც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როცა ღირებულება ზუსტად შენ მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება მითითებული ან უკეთესი ფასითაც კი. ეს დაგეხმარება, აქციები შენთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინო ან გაყიდო ისე, რომ ბაზარზე მუდმივი დაკვირვება არ დაგჭირდეს.

სტოპ დავალება - დააზღვიე ინვესტიცია რისკებისგან

სტოპ დავალება გეხმარება წინასწარ განსაზღვრო მინიმალური ფასი, რომელზეც აქციების გაყიდვა გინდა. როგორც კი ბაზარზე შენ მიერ მითითებული ფასი დაფიქსირდება, გაყიდვის დავალება ავტომატურად გააქტიურდება და ტრანზაქცია შესრულდება იმ მომენტისთვის არსებულ ფასად. სტოპ დავალება საშუალებას გაძლევს, შეამცირო რისკები და დაიცვა პორტფელი ბაზრის მკვეთრი მერყეობის პირობებში. შესაბამისად, როცა ფასი შენ მიერ მითითებულ ზღვრებს უახლოვდება, სტოპ დავალება მოქმედებას იწყებს, რათა ინვესტიცია არ შეგიმცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე განსაზღვრული გაქვს.

გაიმარტივე ინვესტირება თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე: https://app.tbcbank.ge/YiId/chj86sn2





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics