|
2016-03-21 12:02:04, 872 ნახვა
სამხედრო
ბალხის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩატარდა
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბალხის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის სამხედროებმა მოტორიზებული საპატრულო ოპერაცია ჩაატარეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამეთაურო რეკოგნოსცირების მიზნით განხორციელებული პატრულირება ქართული სწრაფი რეაგირების ძალების სამოქმედო რაიონის სამხრეთ და აღმოსავლეთ უკიდურეს ზღუდეებს მოიცავდა. ქართველი ჯარისკაცების გარდა საპატრულო ოპერაციაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე გერმანული კონტინგენტიც მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, საპატრულო ჯგუფს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ახლდა. მან ოპერაციის რაიონში მოქმედი სათვალთვალო საგუშაგოები და ავღანეთის ეროვნული არმიის საკონტროლო გამშვები პუნქტები დაათვალიერა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის იანვარში ჩაერთო. ის ბაზა „მარმალზეა“ დისლოცირებული და ბაზის უსაფრთხოების დაცვის გარდა სხვა მნიშვნელოვან ამოცანებსაც ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)