|
2025-07-10 17:08:22, 1007 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე უარი თქვა
ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადების ვოტუმი უარყო. რეზოლუციის წინააღმდეგ 360-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, მომხრე იყო 175-მა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. კენჭისყრაში 720 ევროპარლამენტარიდან 553-მა მიიღო მონაწილეობა. მომხრე ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმ ორ მესამედზე, რაც საჭირო იყო ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მისი გადადგომის იძულებისთვის. „გმადლობთ და გაუმარჯოს ევროპას“ „გლობალური არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დროს, ევროკავშირს სჭირდება ძალა, ხედვა და მოქმედების უნარი. ჩვენ გვჭირდება ყველა, რათა გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს. ერთად“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)