13:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 13:51:36, 924 ნახვა

პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია მედია ეთიკის მზომელად გამოცხადდა და დაადგინა, რომ სამმა ტელევიზიამ მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად ცნო და სამივე მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, მედიების წინააღდეგ საჩივარი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ შეიტანა.

„საჩივრით დადგინა, რომ მაუწყებლებმა ახალი ამბების გაშუქების მომენტში საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს.

ამასთან ერთად, საჩივარში ასევე სადავოდ იყო გამხდარი „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, რა შემთხვევაშიც, კანონის თანახმად, იდენტური სამართლებრივი რეგულაციები ვრცელდება, შესაბამისად, ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევებშიც ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჩივარში მიუთითებდა, რომ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლების მიერ არ მოხდა ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც მათივე მტკიცებით ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. თუმცა, საკითხის შესწავლის შედეგად კომუნიკაციების კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა, რადგანაც მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია.

შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლების მხრიდან დარღვეული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლებს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა ჩადენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ასევე, კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, ასევე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები, ამ გარემოებათა ერთობლიობის საფუძველზე ComCom-მა მაუწყებლები სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics