|
2025-07-10 12:56:41, 1603 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა, საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა, შვედეთში, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე (IYPT), ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი გუნდური აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ტურნირზე შემოთავაზებული დავალებები შეეხო ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვდა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირები ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ტურნირებში ტრადიციულად მონაწილეობენ 40-მდე ქვეყნის უფროსკლასელები. ბოლო წლებში საქართველოს გუნდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს. წლევანდელ ტურნირში ჩართვა ბაზისბანკის მხარდაჭერით შეძლეს და შედეგებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. “მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 2025 წლის საერთაშორისო ტურნირმა წარმატებულად ჩაიარა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლების სერია ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირებზე. 2020 წლიდან მოყოლებული, საქართველომ 5-ჯერ აიღო მედალი IYPT-ზე და იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ წლევანდელი გუნდის ყველა წევრი შეძლებს მომავალი წლის ტურნირზე მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ფიზიკოსთა ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს გენერალურ სპონსორებს, ბაზისბანკსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. - განაცხადა საქართველოს ახლაგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირების დირექტორმა, გიორგი ხომერიკმა. “ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ახალი თაობის საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის მხარდაჭერა. გვიხარია, რომ ბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფიზიკოსებმა საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება შეძლეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. მიგვაჩნია, რომ ბიზნესის ჩართულობა მსგავს პროექტებში მნიშვნელოვანია და მოზარდების განათლების ამაღლებას უწყობს ხელს.” - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)