13:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 12:38:30, 587 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია

ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა",  - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კითხვას. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. 

„ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, თუ არ ვცდები მეშვიდე, აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია. მე მგონი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი, მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი, ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2004-2012 წლებში მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას, იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის" რეჟიმს სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზოლუციებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics