02:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 11:12:56, 394 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში რეგიონში არსებულ მიგრაციულ გამოწვევებზე მსჯელობენ

პარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობენ. ამ თემით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნა.

„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ევროპის საბჭოს ქვეყნებისგან არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

კომიტეტის სხდომას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრი სოზარ სუბარიც ესწრება.

„მთავარი პრობლემა რაც გვაქვს ესაა 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობასაც დღემდე არ აქვს საცხოვრებელი და ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩასვლას და ე.წ. სასაზღვრო ზოლის და წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულებას გეგმავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics