00:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 08:49:22, 999 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს

მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როდესაც საქართველოს უმეტესობას სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს. პასუხისმგებლობა მხოლოდ "ქართული ოცნების" მთავრობას აკისრია. 

ევროკავშირის გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს, თუკი სასქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას შეწყვეტას, ყველა უსამართლოდ დაკავებულს გათავისუფლებას, რეპრესიულ კანონებს შეჩერებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად შინაარსობრივ დიალოგში ჩართვას, რათა ახლანდელი კრიზისიდან გზა გამოინახოს. 

გაუარესებული სიტუაციის ფონზე კომისია მზადაა, დამატებითი ზომები განიხილოს. წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული მიდგომა ამ მხრივ აუცილებელი იქნება. “, - განაცხადა მარტა კოსმა.

ევროპარლამენტში წუხელ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, დღეს კი კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics