00:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-08 18:14:40, 869 ნახვა

პოლიტიკა
აქტივისტ ალბი კორძაიას პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

აქტივისტ ალბი კორძაიას თქმით, მას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს ბაღვაშის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ეკატერინა კახნიაშვილი. სასჯელი 5 დღით პატიმრობაა. „ვემზადები, ზაგესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მივდივარ“, - წერს ალბი კორძაია.

ცნობისთვის, 28 ივნისს აქტივისტმა ალბი კორძაიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილთან ერთად არის გადაღებული, რომელიც 21 წლის მათე დევიძის საქმის მოწმეა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ალბი კორძაიას ასევე მიესაჯა 10-დღიანი პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 აპრილს ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმამაღლა საუბრისას „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics