|
2025-07-08 17:47:38, 1665 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემაზე — „AI-ის გამოყენება ბიზნესში“. ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა. რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერსდაუსვან კითხვები და განიხილონ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები. ღონისძიება საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდება ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)