|
2025-07-07 19:44:55, 1741 ნახვა
სამართალი
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება
8 ივლისს, სამშაბათს, სააპელაციო სასამართლოში სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დავის შესახებ: ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს. კომპანია „ჩირინა“ იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, რაც საქმის სამართლიანად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. „ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს. ხარისხიანი ქართული პროდუქტის წარმოებასათან ერთად კომპანიას ქვეყანაში ინოვაციური მიდგომები და ცოდნა შემოაქვს. 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმება კი სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება „ჩირინასთვის“ რამაც, შესაძლოა, კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს - აღნიშნული უარყოფითად აისახება არამხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)