|
2025-07-07 16:05:23, 2019 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მძიმეა - კლინიკა
პირველი უნივერსიტეტის კლინიკა აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მძიმეა; ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და კონტროლირებად სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. როგორც პირველი უნივერსიტეტის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ტელეფონით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე რიჟვაძეს ოპერაცია არ სჭირდება. „მას ამჟამად ოპერაცია არ სჭირდება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდა ამისა, ამ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უყურადღებოდ შენახვისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)