19:15 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 21:19:52, 827 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე - სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ყაველაშვილის მხრიდან ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით

"ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, პოლიტიკოსების შეწყალების შესახებ უპასუხა, ერთიანი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.

კუპრაძის შეფასებით, სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ყაველაშვილის მხრიდან ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. 

"ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. 

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტოთ პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, მე როგორც ლელოს გენერალური მდივანი, ვიცი რა რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების!  მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100% მათი პოზიცია ვაცხადებ. არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. 

ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით! 

თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრულოი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწტვეტილებების მიღების შესაძლებლობა - ვიბრძოლოთ ყველა ველზე. 

შესაბამისად კიდევ ერთხელ, მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი. ვთხოვთ ზურაბიშვილს, კიდევ ერთხელ, ვცადოთ ერთიანობა და ავუსრულოთ მთავარი შიში ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს - ივანიშვილს ეშინია ერთობის და ეშინია საერთო ბრძოლის!" = განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს სთავაზობს, მას შეწყალების თხოვნით მიმართონ.

ყაველაშვილი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ".

ივანიშვილის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics