13:54 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 12:02:16, 768 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ახალი რეპრესიული კანონის ფონზე, რის შედეგადაც მედიის დასწრება შეუზღუდა, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა ეს შესაძლებლობა

“ახალი რეპრესიული კანონის ფონზე, რის შედეგადაც მედიის დასწრება შეუზღუდა, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა ეს შესაძლებლობა. ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა,  მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს პროცესზე. ” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - “იმ რეპრესიული შეზღუდვების ფონზე, რის მიხედვითაც თვითმარქვია ხელისუფლებას ეშინია პროცესების გამჭვირვალობის, მედიის დასწრების, სასამართლო სხდომების გაშუქების, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა საკუთარი თავის ეფექტური დაცვის შესაძლებლობები, მას არ აქვს ამ წუთამდე ნებართვა რომ ჩაერთოს სასამართლო სხდომას, გამოვიდეს საკუთარი სიტყვით, მოახსენოს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მისთვის, რითაც ის საკუთარ ხალხს ესაუბრებოდა და სათქმელი მიჰქონდა საზოგადოებამდე, მაგრამ ახალი რეპრესიული კანონის

ფონზე მასაც შეეზღუდა ეს შესაძლებლობა. ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს პროცესზე." - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics