|
2025-07-03 23:48:55, 5761 ნახვა
სხვადასხვა
ჯანმო მოუწოდებს მსოფლიოს 50% გაზარდოს თამბაქოს, ალკოჰოლის და ტკბილეულის ფასი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ფასები თამბაქოზე, ალკოჰოლსა და ტკბილეულზე და 2035 წლისთვის მათი ფასის 50%-ით გაზრდა შესთავაზა. ორგანიზაციამ თავისი წინადადება დაასაბუთა, რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს მავნე პროდუქტების მოხმარების შემცირებას და ჯანდაცვისთვის დამატებითი სახსრების შექმნას. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანაშემწემ, ჯერემი ფარარმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროდუქტებზე გადასახადები ეფექტური ინსტრუმენტია არაგადამდები დაავადებების, როგორიცაა გულის დაავადებები, კიბო და დიაბეტი, ეპიდემიასთან საბრძოლველად, რომლებიც პლანეტაზე სიკვდილიანობის 75%-ზე მეტს შეადგენს. ინიციატივის მიზანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარის მოზიდვა, რათა რეინვესტირება მოხდეს ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში. 2012-დან 2022 წლამდე 140 ქვეყანამ უკვე გაზარდა თამბაქოზე გადასახადები, რამაც ფასების 50%-იანი ზრდა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)