|
2025-07-03 15:20:09, 7725 ნახვა
სპორტი
ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასროფაში დაიღუპა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასროფაში დაიღუპა იგი ამავე დროს იყო კლუბ ლივერპულის შემტევი. ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი ჟოტა ესპანეთში ისვენებდა, კასტილია დე ლეონის მხარეში მანქანით მიდიოდა. მანქანამ გზიდან გადაუხვია და დაიწვა... დიოგუ ჟოტასთან ერთად დაიღუპა მისი ძმა, ანდრე. ფეხბურთელს 10 დღის წინ ქორწილი ჰქონდა. ლივერპულში კი ზეგ უნდა ჩასულიყო... დიოგო ჟოტამ ბევრად რთული გზა გაიარა, ვიდრე სხვა პორტუგალიელმა ფორვარდებმა. რა პორტუ, რა ბენფიკა, რა სპორტინგი, პატარ-პატარა გუნდებშიც კი იწუნებდნენ. პასუშ დე ფერეირაში თამაშობდა და იქაც თავის დროზე დიდი წვალებით მოხვდა. ინტერვიუში გაიხსენა, რომ ბავშვობაში ყველა გუნდში იწუნებდნენ. მანამდე თბილისშიც აქვს ნათამაშები: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში. საქართველო-პორტუგალია 2:3... აი, გიორგი დევდარიანის გუნდთან, რომელსაც ჰყავდა ოთარ კიტეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია და სხვები. ჟოტა იმ ნაკრებში შეცვლებზე შედიოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)