06:31 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-03 12:52:22, 859 ნახვა

პოლიტიკა
ოცენბის დეპუტატები და ოპოზიცია ეუთოს მუშაობაში მონაწილეობენ, სადაც საქართველოც განიხილება

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. სესიაში ასევე მონაწილეობენ "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები.

საქართველოში არსებული ვითარება, მწვავე პოლიტიკური კრიზისი და
რეპრესიული  ქმედებების შეფასება იყო დებატების მნიშვნელოვანი ნაწილი და
შესაბამისი პუნქტები გათვალისწინებულია შემაჯამებელი რეზოლუციის
პროექტშიც. ასევე, პოლონეთის დელეგაციამ წარადგინა სპეციალური რეზოლუცია
“საქართველოში დემოკრატიისა და ეუთო-ს ღირებულებების მხარდაჭერის
შესახებ”.
გიგი წერეთელი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი
შეხვდა ორგანიზაციის პრეზიდენტს პია კაუმას, ეუთო/ოდირის ხელმძღვანელს
მარია ტელალიანს, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს პაულო რანჟელს,
სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სესიის დასასრულს ახალ პრეზიდენტსა და
ბიუროს შემადგენლობას აირჩევს.

ეუთოს საპარლამენტო ანსაბლიის სხდომაში მონაწილეობს ოცნების დეპუტატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ეგზისტენციალურ კრიზისშია და ეუთო-მ ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ვერ ახერხებს სხვა კონფლიქტების რეგულირებას.

„ჩვენი დებატების თემა არის ეუთო ჰელსინკიდან 50 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა. ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ცდილობდა წევრი სახელმწიფოებისთვის, უკვე დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები უკვე 17 წელია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერაფერს ახერხებს სტატუს-კვოს შესაცვლელად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სხდომები ქალაქ პორტოში იმართება და მას 56 ქვეყნის 500 ზე მეტი
საპარლამენტო წარმომადგენელი და სტუმარი ესწრება. ასამბლეა ამ სესიაზე
აჯამებს წლის სამუშაოს, ისმენს მომხსენებელთა ანგარიშებს პოლიტიკური,
ეკონომიკური, დემოკრატიისადა ადამიანის უფლებების მიმართულებით,
საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს და ამტკიცებს შესაბამის
რეზოლუციებს, რაც სახელმძღვანელოა წევრი ქვეყნებისათვის.

დებატების ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია,
ისრაელი- ირანის კონფლიქტი და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები,
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა წევრ ქვეყნებში, ეუთოს
ფუძემდებლური პრინციპების დარღვევები სა ორგანიზაციის გაძლიერების
სტრატეგიები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, მას 20 წელი მიესაჯა
შსს: აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე
მიქელაძე: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა
ზელენსკის თქმით, ერდოღანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics