|
2025-07-02 19:15:44, 1348 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში რუსეთის საელჩო - ჩვენი მოქალაქეებისგან ფიზიკური ძალადობისა შესახებ საჩივრები მივიღეთ
ბაქოში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის ტურისტებისგან, ფიზიკური ძალადობისა და საბუთების შემოწმების შესახებ საჩივრები მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. „მედიის წარმომადგენლების მხრიდან ბაქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთების მრავალრიცხოვან თხოვნასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საელჩოში შემოვიდა მრავალი მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის ტურისტული მიზნით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან. ისინი გვატყობინებენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების, რომელთაგან ზოგიერთმა თავი პოლიციელად წარადგინა, მათ საცხოვრებელ ადგილებში მისვლის შესახებ. ისინი ინტერესდებოდნენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ჩასვლის მიზნით და ამოწმენდნენ დოკუმენტებს. ამ პირებიდან ზოგიერთის თქმით, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია ბაქოში რუსეთის საელჩოს განცხადებაში. საელჩო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, შეატყობინოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)