13:54 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 18:01:39, 840 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან სასაცილო ჩანხართ

„ნაცები“ ჩემი დასასრულებელია. „ნაცები“ თქვენთან არიან, მიქანაძე გყავთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა, კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შემდეგ განცხადებას: „თქვენ იქ [პარლამენტში] იყავით: „ნაცებო“ დაგასრულებთო [რომ ამბობდით] და ახლა „ნაცებთან“ ერთად ხართ კოალიციაში“.

გიორგი გახარიას აღნიშნულ განცხადებას თეა წულუკიანმა უპასუხა: „მიქანაძეს თავი დაანებეთ და მოდით, ჩორჩანაში დაბრუნდით. რა გაქვთ მიქანაძეზე თქვენ სათქმელი? „ნაცებთან“ ერთად კოალიციაში ხართ თქვენ“.

წულუკიანის პასუხის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიიდან „გააგდო“ შსს მინისტრობის დროს, რისი მიზეზიც თავად მიქანაძეს ჰკითხონ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს, რატომ გავაგდე და სჯობს, ასეთი კითხვები არ დამისვათ, თორემ...“.

თეა წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას „მუქარებმა“ მულტფილმი, „ყურშა გაყოყოჩდა“ გაახსენა.

„აქ ვერ მოდიხართ სხდომის დარბაზში და ნუ იმუქრებით ეკრანიდან, ძალიან გთხოვთ, ძალიან სასაცილო ჩანხართ, „ყურშა გაყოყოჩდას“ მულტფილმში ვართ“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics