19:15 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 14:08:34, 583 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - არაფერი დაგვიშავებია, რასაც ე.წ. ოპოზიციის ლობისტები საუბრობენ

რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები და სამართლიანი - არაფერი ის არ დაგვიშავებია, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები - გარკვეულ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“.

მისი თქმით, საქართველოს ტრაექტორია არ შეცვლილა და არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

„მე ვიცი, საქართველო რას ითხოვს საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან - მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. შეგვიძლია ვიდავოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით - მედიასთან დაკავშირებით „ბრიტანული კანონი“ ზღუდავს თუ არა სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება დაცული მაშინ, როცა 10-20 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარ პროსპექტს და ა.შ. ჩვენ ამ თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ რადგან ძალა აქვს, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციების თემაზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები. არ არის სამართლიანი. არაფერი დაგვიშავებია ის, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები. არც ტრაექტორია შეცვლილა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას. არჩეულს და არა ძალით მოსულ მთავრობას. ასე რომ, ჩვენ ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics