19:24 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 11:58:18, 552 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ვფიქრობ, გახარიას განზრახული აქვს, ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს

არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, გახარიას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მინდა მკაცრად გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას, ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის.

„ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მისი ჩართვის შესახებ თხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. მე პირადად არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მე მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო (განსაკუთრებით მის ამფსონებს და გარემოცვას), რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს თავისი ლიმიტი და ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა. შემდეგ კომპეტენტური პირები მისცემენ კვალიფიკაციას. ამიტომ, იმედი მაქვს 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის,“ - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics