|
2025-07-02 10:43:45, 1173 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ბევრია ისეთი, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს
რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია და ისინი, ვისაც მათი გაფუჭება სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან. რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ“, - განაცხადა მან რადიო „სპუტნიკის“ ეთერში. შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმემ კი დაშავდა. 30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „სპუტნიკ-აზერბაიჯანიდან“ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)