|
2025-07-02 10:26:35, 1166 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა
ჩემს წარმომადგენლებს დღეს ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ ისრაელელებთან ღაზას სექტორთან დაკავშირებით, ისრაელი დათანხმდა ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. მისი თქმით, საბოლოო წინადადებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები წარმოადგენენ. „კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“- აცხადებს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)