|
2025-07-01 20:42:25, 1471 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა აზერბაიჯანელ კოლეგას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელებზე თავდასხმების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის ირანიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის საკითხში. სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლა მოხდა და შეთანხმება იქნა მიღწეული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის ბაქოში რაც შეიძლება მალე ჩატარების შესახებ. კიდევ ერთხელ გამოითქვა ორმხრივი მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მიერ მისი ქვეყნისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)