|
2025-07-01 18:12:15, 1538 ნახვა
საზოგადოება
მანქანაზე მაყუჩის გადაკეთებისთვის ჯარიმა ორმაგდება
"ქართული ოცნების" კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალებისთვის მაყუჩის თვითნებურად გადაკეთებისთვის ჯარიმა ორჯერ იზრდება. შესაბამისი ცვლილება "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შედის, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით, მაყუჩის გადაკეთებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება - მართვის მოწმობაზე კი მძღოლს 10-ის ნაცვლად, 30 ქულა მოაკლდება. ასევე, პოლიციელს უფლება ექნება, ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მართვას ჩამოაშოროს და მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს. აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელსაც გადაკეთებული აქვს საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი მისი კონსტრუქცია. კანონპროექტი სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალის დაყენებასაც შეეხება. "სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის ნებართვის გარეშე დაყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას. გარდა ამისა, მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა გამოაკლდება". - წერია კანონპროექტში. ასევე, კანონპროექტით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაუმორჩილებლობის გამო, ქვეითისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრება - იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეითი მოძრაობის წესებს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დაარღვევს, ამისთვის 100 ლარით დაჯარიმდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)