|
2025-07-01 17:41:14, 1055 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირებას მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტებს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს. "ახლახან ხელი მოვაწერე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტებს. ეს შეთანხმება ცოტა ხნის წინ ჩვენს სახელმწიფოსა და ევროსაბჭოს შორის გაფორმდა და ახლა საჭიროა, რომ დროულად რატიფიცირდეს, რათა ტრიბუნალის შექმნის რეალური პროცესი დაიწყოს. ასევე გავეცი დავალება, რომ რაც შეიძლება მალე საჭირო საკანონმდებლო ჩასწორებები მომზადდეს და უკრაინის უმაღლეს რადას გადაეცეს, რათა ჩვენი მხრიდან შეთანხმების სრულად შესასრულებლად ყველაფერი მზად იყოს. პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ განიხილონ. ასევე მოველი, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ოფისი სწრაფად წარმოადგენენ შეთანხმების შესრულებაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობისა და ინსტიტუტის ფორმალურად შექმნის ნათელ გრაფიკს. რუსეთმა უკვე წელს უნდა იგრძნობს, რომ აგრესიის დანაშაულისთვის ანგარიშვალდებულება გარდაუვალია და რომ ნამდვილად დაიწყო საერთაშორისო სამართლებრივი პროცესი, რათა მან პასუხი აგოს. აგრეისა დანაშაულია და რუსეთისთვის რეალური, გარდაუვალი სასჯელი ამ დანაშაულისთვის გლობალური საზრუნავია, რომელსაც იზიარებს ყველა, ვისაც თავისი ერისთვის მშვიდობიანი ცხოვრება სურს". - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ბერსეს აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიანიჭა. 24 ივნისს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ სპეციალურ ტრიბუნალს იურისდიქცია რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნების მიმართაც ექნება. სტეფანიშინას თქმით, ტრიბუნალი შეეხება აგრესიის დანაშაულის ყველა ასპექტს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, ინიცირებას და შესრულებას.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)