|
2025-07-01 13:34:01, 4980 ნახვა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე თანამშრომლები საგარეო უწყებიდან გაუშვეს
რეორგანიზაციის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ყველა ადამიანი ხელს ხელს აწერს შესაბამის პეტიციას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2024 წელს გაავრცელეს. ერთ-ერთი გათავისუფლებული არის ქეთი ფრუიძე, რომელიც ამბობს, რომ პრინციპულად არ მიიღო მონაწილეობა მის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში. ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების დამცირებაა.
კიდევ ერთი გათავისუფლებული საჯარო მოხელეა ანა ჩიტალაძე, რომელიც სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა.
გათავისუფლების შესახებ დაწერა თეა ჯანაშიამაც. ჩიტალაძის მსგავსად, ისიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა შალვა ცისკარიშვილმაც, რომელიც უწყებაში 28 წელი მუშაობდა, ბოლო – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მან, სხვა დასაქმებულების მსგავსად, უარი თქვა, რეორგანიზაციის ფარგლებში დანიშნულ კონკურსებში მონაწილეობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შესახებ ორი თვის წინ, 2025 წლის მაისში, გახდა ცნობილი.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)