|
2025-07-01 12:10:40, 660 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - სპეცოპერაციაში მონაწილეობა, ეს იქნება ეროვნული ინტერესების ღალატი
გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ არ ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. მკაფიოდ უნდა გავავლოთ ხაზი, რომ არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ განაცხადა. გია ბარამიძის განცხადებით, ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა იყოს გავლებული, რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. „მინდა, გამოვეხმაურო გუშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა, არ არის აუცილებელი რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმი ამას დაარქმევს არჩევნებს, შესაბამისად, ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია, აპროტესტებენ 2024 წლის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)