22:58 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 11:59:41, 567 ნახვა

პოლიტიკა
უკანონო მიგრაციის გამოსავლენად, შსს-ს უცხოელის სახლში და სამსახურში შესვლის უფლება ექნება

ქართული ოცნების კანონპროექტით, საქართველოში არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით, შსს-ს უცხოელის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შემოწმების, ან სხვაგვარ კერძო საკუთრებაში შესვლის უფლებაც ექნება.

შესაბამისი ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მას 1-ელი მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე დაუჭირეს.

ოცნების ინიციატივით, კანონს შემდეგი პუნქტები ემატება:

  • საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კერძო საკუთრების თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა საკმარისია შემოწმების მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩასატარებლად
  • იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შსს-ს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას შსს-ს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა

ასევე, კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს, შსს-ს წარმომადგენელს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერებაც შეეძლება.

სამუშაო ადგილის შემოწმების დროს, შსს-ს უფლება ექნება, დამსაქმებელს იმ დოკუმენტის დათვალიერება მოსთხოვოს, რომელიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics