|
2025-06-30 18:58:42, 715 ნახვა
მსოფლიო
ბაქოში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს
ბაქოში Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბაქოს არამეგობრული ქმედებებისა და რუსი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“. Sputnik-ის ცნობით, დღეს ბაქოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა „Sputnik აზერბაიჯანის“ რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელუსოვი დააკავეს. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა. გუშინ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ ქვეყანაში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)