10:57 - 26 Jul, 2026
|
2025-06-30 16:56:43, 731 ნახვა
მსოფლიო
ირანის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში 935 ადამიანი დაიღუპა
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის დროს, ამ დროისთვის 935 მოწამეა იდენტიფიცირებული“, - ციტირებს ირანული მედია სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერს, ასღარ ჯაჰანგირს. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია. შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის საჰაერო იერიშებს ისრაელის 28 მოქალაქე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)